გაკვეთილის თემა | როგორ ჩავწეროთ რაც. რიცხვები წილადის, ათწილადის და პროცენტის სახით? |
სწავლების საფეხური და მოსწავლეთა პროფილი | IIსაფეხური. IXკლასი. 5 მოსწავლე. |
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა | დაეუფლებიან რაც. რიცხვების ჩაწერის ფორმებს. თავად გაარკვევენ წილადის სახით ჩაწერილი რიცხვები სასრული თუ უსასრულო პერიოდული ათწილადის სახით ჩაიწერება. უკეთ გაეცნობიან პროცენტს-რაც. რიცხვის ჩაწერის ფორმას. |
მიზნები და შედეგები | გაიღრმავონ ცოდნა რაც. რიცხვების შესახებ , მათი წარმოდგენის ალტერნატიული ფორმების შესახებ. დასმული ამოცანის მიხედვით ხელსაყრელი ფორმის შერჩევის ალღოსა და უნარის განვითარება. IX. 1 . IX. 2. IX. 3. IX. 4. |
წინარე ცოდნა | N, Z და Q რიცხვთა სიმრავლეები , მიმართებები მათ შორის. მოქმედებები რიცხვებზე. |
შეფასების საგანი და პროცედურები | ფასდება საკლასო მუშაობაში ჩართულობა. |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები | ცარცი,დაფა,საწერკალამი,რვეული,კალკულატორი. |
გაკვეთილის მსვლელობა | I აქტივობა (10 წუთი) . რომელიმე მოსწავლეს ვთხოვ, დაფაზე დაწეროს რიცხვები: -2 ; 5 ; 3,5 ; 3/5; 5/3; 0 ; 3; 8/2; 12/100; 7/10 . მივმართავ კლასს: - დავასახელოთ ამ რიცხვებიდან რომელია მთელი,ნატურალური,რაციონალური; - რომელი რაციონალური რიცხვი არ არის მთელი? - დაასახელეთ მთელი რიცხვები, რომლებიც არ არის ნატურალური. - რომელია მთელი რიცხვები, რომლებიც არ არის რაციონალური? ყოველი პასუხი დასტურდება კლასში საჯარო განხულვით. IIაქტივობა(5 წუთი). მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ მიმართებები N,Z და Q სიმრავლეებს შორის. გაიხსენონ ეს მიმართებები ვენის დიაგრამებით. III აქტივობა(10 წუთი) დავუბრუნდეთ დაფაზე ჩამოწერილ რიცხვება და დავასახელოთ რაციონალური რიცხვები, რომლებიც არ აის მთელი: 3,5; 3/5; 5/3; 12/100; 7/10; -რა ფორმითაა ჩაწერილი I რიცხვი?II რიცხვი?III რიცხვი? -II და III რიცხვებს შორის რომელია წესიერი წილადი,არაწსიერი წილადი? - როგორ ჩავწეროთ წილადით 1% ? - 12/100 და 7/10 ჩავწეროთ პროცენტის სახით. -როგორ ჩავწეროთ 3/5 და 5/3 ათწილადის სახით? -როგორი ათწილადებია 0,6 და 0,666... IV აქტივობა(15 წუთი). კალკულატორის გამოყენებით 23/99; 2/7; 5/6;7/30 ჩავწეროთ ათწილადის სახით. შემდეგ მათი მნიშვნელები დავშალოთ მარტივ მამრავლებად. ასევე ¼;2/5;3/8;7/50; ჩავწეროთ ათწილადის სახით და მათი მნიშვნელებიც დავშალოთ მარტივ მამრავლებად. მოსწავლეებსგამოაქვთ დასკვნა: სასრული ათწილადის სახით ჩაიწერება მხოლოს ის წილადები,რომელთა მნიშვნელების მარტივ მამრავლებად დაშლაში მხოლოდ 2-ები და 5-ებია.ახლა 15/24 ჩავწეროთ ათწილადის სახით, ის სასრული ათწილადია, ე.ი ეს წესი ვრცელდება მხოლოდ უკვეც წილადებზე. V აქტივობა(5 წუთი). ხდება გაკვეთილის შეჯამება,მოსწავლეთა შეფასება და დავალების მიცემა. |
Tuesday, December 20, 2011
გაკვეთილის გეგმა მათემატიკაში
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment