პროექტის მთავარი იდეა: ორ დღიანი სასკოლო ექსკურსიისათვის საჭირო თანხის განსაზრვრა.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები თავად შეძლებენ მოიძიონ ყველა საჭირო ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით, რათა განსაზღვონ ექსკურსიისათვის საჭირო თანხის რაოდენობა.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას, თუ როგორ უნდა მოიპოვონ საჭირო ინფორმაცია გზის,სასტუმროს, კვების, მუზეუმებში საჭირო და სხვა ხარჯების შესახებ.
შეფასების საგანი და პროცედურები: ფასდება ინფორმაციის მოძიება, მჯელობა, მოდელირება, კომუნიკაცია.
წინასწარი ცოდნა: მოქმედებები რაციონალურ რიცხვებზე,კომპიუტერთან მუშაობა.
პროექტისათვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი,ფურცლები, საწერკალმები.
მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი.
პროექტის მსვლელობა:
I აქტივობა(3 დღე).
ხდება მოსწავლეთა დაყოფა 3 ჯგუფად. I ჯგუფს ევალება მოიძიონ საჭირო და ხელსაყრელი ინფორმაცია გზისა და კვების ხარჯების შესახებ.II ჯგუფს სასტუმროს ხარჯების შესახებ და IIIჯგუფს მუზეუმებისა და ექსკურსია მძღოლისათვის საჭირო თანხების შესახებ.
II აქტივობა(1 დღე).
ხდება მოპოვებული ინფორმაციის განხილვა.თითოეული ჯგუფი ასაბუთებს,თუ რატომ არის მოპოვებული მასალები ხელსაყრელი და მისაღები.
IIIაქტივობა(1 დღე).
ხდება ექსკურსიისათვის საჭირო თანხის განსაზღვრა.
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო სილაგაძე.
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
No comments:
Post a Comment