გაკვეთილის თემა | როგორ ჩავწეროთ რაც. რიცხვები წილადის, ათწილადის და პროცენტის სახით? |
სწავლების საფეხური და მოსწავლეთა პროფილი | IIსაფეხური. IXკლასი. 5 მოსწავლე. |
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა | დაეუფლებიან რაც. რიცხვების ჩაწერის ფორმებს. თავად გაარკვევენ წილადის სახით ჩაწერილი რიცხვები სასრული თუ უსასრულო პერიოდული ათწილადის სახით ჩაიწერება. უკეთ გაეცნობიან პროცენტს-რაც. რიცხვის ჩაწერის ფორმას. |
მიზნები და შედეგები | გაიღრმავონ ცოდნა რაც. რიცხვების შესახებ , მათი წარმოდგენის ალტერნატიული ფორმების შესახებ. დასმული ამოცანის მიხედვით ხელსაყრელი ფორმის შერჩევის ალღოსა და უნარის განვითარება. IX. 1 . IX. 2. IX. 3. IX. 4. |
წინარე ცოდნა | N, Z და Q რიცხვთა სიმრავლეები , მიმართებები მათ შორის. მოქმედებები რიცხვებზე. |
შეფასების საგანი და პროცედურები | ფასდება საკლასო მუშაობაში ჩართულობა. |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები | ცარცი,დაფა,საწერკალამი,რვეული,კალკულატორი. |
გაკვეთილის მსვლელობა | I აქტივობა (10 წუთი) . რომელიმე მოსწავლეს ვთხოვ, დაფაზე დაწეროს რიცხვები: -2 ; 5 ; 3,5 ; 3/5; 5/3; 0 ; 3; 8/2; 12/100; 7/10 . მივმართავ კლასს: - დავასახელოთ ამ რიცხვებიდან რომელია მთელი,ნატურალური,რაციონალური; - რომელი რაციონალური რიცხვი არ არის მთელი? - დაასახელეთ მთელი რიცხვები, რომლებიც არ არის ნატურალური. - რომელია მთელი რიცხვები, რომლებიც არ არის რაციონალური? ყოველი პასუხი დასტურდება კლასში საჯარო განხულვით. IIაქტივობა(5 წუთი). მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ მიმართებები N,Z და Q სიმრავლეებს შორის. გაიხსენონ ეს მიმართებები ვენის დიაგრამებით. III აქტივობა(10 წუთი) დავუბრუნდეთ დაფაზე ჩამოწერილ რიცხვება და დავასახელოთ რაციონალური რიცხვები, რომლებიც არ აის მთელი: 3,5; 3/5; 5/3; 12/100; 7/10; -რა ფორმითაა ჩაწერილი I რიცხვი?II რიცხვი?III რიცხვი? -II და III რიცხვებს შორის რომელია წესიერი წილადი,არაწსიერი წილადი? - როგორ ჩავწეროთ წილადით 1% ? - 12/100 და 7/10 ჩავწეროთ პროცენტის სახით. -როგორ ჩავწეროთ 3/5 და 5/3 ათწილადის სახით? -როგორი ათწილადებია 0,6 და 0,666... IV აქტივობა(15 წუთი). კალკულატორის გამოყენებით 23/99; 2/7; 5/6;7/30 ჩავწეროთ ათწილადის სახით. შემდეგ მათი მნიშვნელები დავშალოთ მარტივ მამრავლებად. ასევე ¼;2/5;3/8;7/50; ჩავწეროთ ათწილადის სახით და მათი მნიშვნელებიც დავშალოთ მარტივ მამრავლებად. მოსწავლეებსგამოაქვთ დასკვნა: სასრული ათწილადის სახით ჩაიწერება მხოლოს ის წილადები,რომელთა მნიშვნელების მარტივ მამრავლებად დაშლაში მხოლოდ 2-ები და 5-ებია.ახლა 15/24 ჩავწეროთ ათწილადის სახით, ის სასრული ათწილადია, ე.ი ეს წესი ვრცელდება მხოლოდ უკვეც წილადებზე. V აქტივობა(5 წუთი). ხდება გაკვეთილის შეჯამება,მოსწავლეთა შეფასება და დავალების მიცემა. |
Tuesday, December 20, 2011
გაკვეთილის გეგმა მათემატიკაში
შეფასების რუბრიკა
ქულები/კრიტერიუმები | 1-3 | 4-5 | 6-7 | 8-10 |
მათემატიკური ობიექრებისა და ენის გამოყენება | არაადეკვატურად იყენებს ცნებებს, ტერმინებს, აღნიშვნებს. არასრულყოფილად წარმოადგენს მონაცემებს. | იყენებს ამოცანის ამოსახსნელად საჭირო ზოგიერთ ცნებებს,ტერმინებს, აღნიშვნებს. ნაწილობრივ წარმოადგენს მომაცემებს. | იყენებს ამოცანის ამოსახსნელად საჭირო ცნებებს, დებულებებს და აღნიშვნების უმატესობას, ახდენს მონაცემთა ორგანიზებას და წარმოდგენას. | იყენებს ამოცანის ამოსახსნელად საჭირო ყველა ცნებას, დებულებას და აღნიშვნას. ირჩევს მონაცემთა ორგანიზებისა და წარმოდგენის ოპტიმალურ ფორმას. |
კავშირები და მიმართებები | ამოიცნობს ორ, ოდნავ განსხვავებულ ფორმით წარმოდგენილ, იდენტურ მათემატიკურ ობიექტებს. | ამოიცნობს ორ, განსხვავებული ფორმით წარმოდენილ, იდენტურ მათემატიკურ ობიექტებს. | აღწერს კავშირს სხვადასხვა სტანდარტულ მათემატიკურ ობიექტსა თუ პროცედურას შორის. | აღწერს და იყენებს კავშირს სხვადასხვა მათემატიკურ ობიექტებსა თუ პროცედურას შორის. |
მსჯელობა-დასაბუთება | უმარტივესი სტანდარტული გამოთვლების ჩატარება. | მარტივი მათემატიკური ობიექტების თვისებების გამოყენებით,სტანდარტული გამოთვლებისა და მსჯელობის ჩატარება. | მათემატიკური ობიექტების თვისებების გამოყენებით, სტანდარტული გამოთვლებისა და მსჯელობის ჩატარება. | ვარაუდის გამოთქმა და მისი კვლევა კერძო მაგალითებზე.მსჯელობის ხაზის განვითარება.ალტერნატიული გზის მოძებნა, მიღებული გადაწყვეტილების სისწორისა და ეფექტიანობის დასაბუთება. |
გამოთვლები | გამოთვლები არ მეტყველებს ამოცანის გაგებაზე, შედეგი არაადეკვატურია. | შეიცავს გამოთვლების ძირითად ნაწილს,რეალიზება ნაწილობრივ არასწორია. | გამოთვლები ძირითადად სწორია,თუმცა შეიცავს ტექნიკური ხასიათის ხარვეზებს. | გამოთვლები სწორია, არჩეული და გამოყენებული აქვს გამოთვლების ობტიმალური ხერხი. |
პროექტი
პროექტის მთავარი იდეა: ორ დღიანი სასკოლო ექსკურსიისათვის საჭირო თანხის განსაზრვრა.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები თავად შეძლებენ მოიძიონ ყველა საჭირო ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით, რათა განსაზღვონ ექსკურსიისათვის საჭირო თანხის რაოდენობა.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას, თუ როგორ უნდა მოიპოვონ საჭირო ინფორმაცია გზის,სასტუმროს, კვების, მუზეუმებში საჭირო და სხვა ხარჯების შესახებ.
შეფასების საგანი და პროცედურები: ფასდება ინფორმაციის მოძიება, მჯელობა, მოდელირება, კომუნიკაცია.
წინასწარი ცოდნა: მოქმედებები რაციონალურ რიცხვებზე,კომპიუტერთან მუშაობა.
პროექტისათვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი,ფურცლები, საწერკალმები.
მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი.
პროექტის მსვლელობა:
I აქტივობა(3 დღე).
ხდება მოსწავლეთა დაყოფა 3 ჯგუფად. I ჯგუფს ევალება მოიძიონ საჭირო და ხელსაყრელი ინფორმაცია გზისა და კვების ხარჯების შესახებ.II ჯგუფს სასტუმროს ხარჯების შესახებ და IIIჯგუფს მუზეუმებისა და ექსკურსია მძღოლისათვის საჭირო თანხების შესახებ.
II აქტივობა(1 დღე).
ხდება მოპოვებული ინფორმაციის განხილვა.თითოეული ჯგუფი ასაბუთებს,თუ რატომ არის მოპოვებული მასალები ხელსაყრელი და მისაღები.
IIIაქტივობა(1 დღე).
ხდება ექსკურსიისათვის საჭირო თანხის განსაზღვრა.
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო სილაგაძე.
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
Subscribe to:
Posts (Atom)